1პროექტის სახელწოდება-გავუფრთხილდეთ დედაბუნებას
2 პროექტის მთავარი იდეა-ხელი შეეწყოს მოსწავლეებში ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
3 პროექტის აქტუალობა-გლობალური პრობლემები,ტყეების გაჩეხვა -დაზიანება, გარემოს დაბინძურება-დანაგვიანება,ბნებრივი რესურსების გაფრთხილება
4 პროექტის მიზნები-მშობლიური ბუნების სიმშვენიერის აღქმა ,მისი დაცვის სურვილის გაღვიძება.
5 მონაწილეთა ასაკი --7 -8 წელი
6 ვადები- 1 თვე
7 მოსალოდნელი შედეგები- შეამჩნევენ, გაიგებენ და ახსნიან ტყის სიმშვენიერეს და მნიშვნელობას ადამიანებისათვის,გააანალიზებენ რა პრობლემები გაჩნდება ტყის განადგურების შემთხვევაში,შეაფასებენ ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს გარემოში.
8 პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები- ინტერნეტი,სახელმძღვანელოები,
მხატვრული ლიტერატურა,ფურცლები , ფლომასტერები.პლაკატები.
9პროექტის მსვლელობა-ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებიდან წამოვიდა დიდი სურვილი თვითონ აღმოჩნდნენ ტყეში, შეიგრძნონ ტყის სილამაზე დასურნელი. მე შევპირდი რომ აუცილებლად წავალთ ექსკურსიაზე, მაგრამ მანამდე მოგვიწევს ვიმუშაოთ. კლასი დავყავით ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება
1 ჯგუფი–მოიძიონ მასალები საქართველოს ტყეებში გავრცელებული ფოთლოვანი ხეების შესახებ.
11 ჯგუფი––მარადმწვანე ხეების შესახებ
111 ჯგუფი––საქართველოს ტყეებში გავრცელებული ბალახისმჭამელი ცხოველები
!V ჯგუფი–– მტაცებელი ცხოველები
მასალების მოძიების შემდეგ შევაჯამებთ შედეგებს. დავხატავთ სურათებს. გამოვუშვებთ გაზეთს '' ტყე ჩვენი სიმდიდრეა''
მოვემზადეთ საჩვენებელი გაკვეთილისთვის.გაკვეთილი დავიწყეთ წინარე ცოდნის გააქტიურებით, რა ასოციაციებს იწვევს ჩვენში ტყე.
გაიხსენეს ლექსები ტყეზე. ვნახეთ სლაიდშოუ ''ტყე ჩვენი სიმდიდრეა''
ჯგუფებმა მიიღეს დავალება–ისაუბრონ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ტყეში.მოხდა მიცემული დავალების პრეზენტაცია.
ჯგუფებმა მიიღეს კიდევ ერთი დავალება:შექმნან და გააფორმონ პლაკატები შესაბამისი მოწოდებებით.
გამარჯვებულ ჯგუფებს გადაეცათ სიგელები"ბუნების მეგობარი'
10–საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–შეამჩნევენ, გაიგებენ და ახსნიან რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანის ცხოვრებაში, დაიცავენ უსაფრთხოების წესებს,შეძლებენ საკუთარი დამოკიდებულების ცამოხატვას.
11პროექტის ხელმძღვანელი–ლალი ლომინეიშვილი
12ხელმძღვანელის ელ ფოსტა lalilomineishvili@gmail.com
13პროექტის ვედ გვერდი garemobuneba.blogspot.com